რუსთავი 2-ის საქმე

ხალვაში: დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ჩემი წილის ნახევარს დავუთმობ

მე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე ვთქვი, რომ გამარჯვებული ვარ. გამარჯვებული ვარ იმიტომ, რომ სააკაშვილის ბრძოლის მეთოდისგან განსხვავდება ჩვენი მეთოდები. სააკაშვილი ყველაფერს ითვისებდა ტერორით და შანტაჟით, ჩვენ მივმართეთ ცივილიზებულ ფორმას, მივმართეთ სასამართლოს. სასამართლოს პირველმა ინსტანციამ გამოიტანა განაჩენი ჩემ სასარგებლოდ, რაც მინდა, ჩვენ აგიხსნათ და მოვხსნა ყველა კითხვა იმასთან დაკავშირებით, როგორი იქნება რუსთავი ორი, როდესაც საბოლოოდ გადმოვა ჩვენს საკუთრებაში. მე პირველი დღიდან გამოვაცხადე, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისთვის. მე ამ ბრძოლაში მინდა, რომ სამართლიანობა აღდგეს ყველა ადამიანისთვის, ვინც დაზარალდა სააკაშვილის რეჟიმის დროს... მე დავით დვალს ველაპარაკე და შევთანხმდით, რომ კომპანია გამარჯვების შემთხვევაში იქნება პარიტეტულ საწყისებზე, ეს ჩემი კეთილი ნებაა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე გავითვალისწინე, რომ ხალხს უნდოდა მაქსიმალურად სამართლიანად ყოფილიყო ყველაფერი. აქედან გამომდინარე, თუ სასამართლო ბოლოს დაადგენს, რომ ეს მე მეკუთვნის, მაშინ დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს. ისინი არიან კომპანიის საწყისებიდან და მაგათი გაკეთებულია... მე შეიძლება ვიღაცამ მიკერძოებულად ჩამთვალოს, აქედან გამომდინარე, მე მმართველობაში მონაწილეობას არ მივიღებ. ჟურნალისტიკა იქნება თავისუფალი ჩემი ზემოქმედებისგან და ამ საქმიანობას წარმართავენ პროფესიონალები - დათო დვალი და რეზო საყევარიშვილი.

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში დავით დვალთან, ჯარჯი აქიმიძესთან, რეზო საყევარიშვილთან და პაატა სალიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები