არქიტექტურის სამსახური

არქიტექტურის სამსახურის ახალი უფროსი: პანორამა თბილისზე კარგი შეხედულება მაქვს

თბილისის მერია

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს დიმიტრი მოსულიშვილი უხელმძღვანელებს. თბილისის მერიის ცნობით, მისი კანდიდატურა კონკურსის საფუძველზე, კომისიამ შეარჩია. დიმიტრი მოსულიშვილი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობას დღევანდელ სხდომაზე წარუდგინა. 

"პირველი რიგის ამოცანა იქნება მოსახლეობის მომსახურების გაუმჯობესება. ანუ შემოსულ განცხადებებზე დროულად პასუხის გაცემა, ოპერატიული ქმედებები, პასუხები უნდა იყოს ობიექტური და საქმიანი", - თქვა დიმიტრი მოსულიშვილმა.

დღესვე, არქიტექტურის სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა პანორამა თბილისის პროექტი დადებითად შეაფასა. 

"პანორამა თბილისზე კარგი შეხედულება მაქვს. დანარჩენს მერე მოგახსენებთ, როდესაც მუშაობას შევუდგები და უფრო ჩავუღრმავდები ამ საკითხს", - აღნიშნა მოსულიშვილმა.  

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზევე, თბილისის მერმა ქონების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე კარლო ლაფერაძე წარადგინა, ხოლო ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ხელმძღვანელად - კახაბერ გვანცელაძე.

კომენტარები