რუსთავი 2-ის საქმე

პრემიერი: ვერ მივიღებ კრიტიკას, რომ მთავრობა ჩართულია რუსთავი 2-ის საქმეში

მე კატეგორიულად, კიდევ ვაფიქსირებ, რომ ჩვენი მთავრობის სახელით, ვერ მივიღებთ ვერანაირ კრიტიკას ვერც ჩვენ და ვერც ჩვენი ხელისუფლების რომელიმე წევრი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსთავი 2-ის პროცესებში ჩვენი მთავრობა არის რაიმე ფორმით ჩართული. სასამართლოს უნდა მიეცეს საშუალება, რომ მიიღოს დამოუკიდებელი, თავისუფალ გარემოში, ობიექტური გადაწყვეტილება და ყველა არის ვალდებული, ყველა განურჩევლად თანამდებობისა თუ სხვადასხვა პრივილეგიებისა, დაემორჩილოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის. ეს არის ჩემი პოზიცია.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები