გოგი თოფაძის განცხადებები

პრემიერი: ვემიჯნებით გოგი თოფაძის განცხადებებს

ირაკლი ღარიბაშვილი
Reuters

საქართველოს პრემიერმინისტრი და კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გოგი თოფაძის განცხადებებს ემიჯნება. როგორც პრემიერის განცხადებაში წერია, ქართული ოცნებისთვის მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება და ის, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით სასამართლომ მიუკერძოებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს.

"ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით პარლამენტის წევრის - ბატონ გოგი თოფაძის პირად მოსაზრებებს ტელეკომპანია „რუსთავი-თან" დაკავშირებით. ასევე, ვემიჯნებით დეპუტატის პოზიციას სტალინთან დაკავშირებით.

კოალიციას აქვს მტკიცე პოზიციები ასეთ ფუნდამენტურ თემებთან მიმართებით და ჩვენ ეს პოზიციები საჯაროდ გვაქვს გაცხადებული.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მედიის თავისუფლება და მიგვაჩნია, რომ "რუსთავი-2-თან" დაკავშირებით ობიექტური, მიუკერძოებელი განაჩენი დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს.

ჩვენ ვართ ევროპული ღირებულებების ერთგული პოლიტიკური კოალიცია, რომელსაც კარგად აქვს გააზრებული საბჭოთა წარსული. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ევროპული და ევროატლანტიკური კურსი - ეს არის სწორი გზა და იგი პრინციპულად განსხვავდება იმ რეჟიმისგან, რომელშიც ათეული წლების განმავლობაში მოგვიწია ცხოვრება.

ჩვენ მივისწრაფვით დემოკრატიული განვითარებისკენ, ევროპული ოჯახისკენ", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატ გოგი თოფაძის თქმით, "რუსთავი 2 აღარ იქნება" და "სტალინის სურათი ყველა კაბინეტში დაიკიდება, რადგან ის გენიალური ადამიანია".

კომენტარები