ტერორიზმი

ისლამური სახელმწიფოს წევრებმა ტყვეები პალმირას სვეტებზე ააფეთქეს

UNESCO

ისლამური სახელმწიფოს წევრებმა სირიის ანტიკურ ქალაქ პალმირაში სამი ტყვე ააფეთქეს. ტყვეების ვინაობა ცნობილი არ არის. ტერორისტებმა ისინი უძველეს პალმირას სვეტებს მიაბეს და ისე ააფეთქეს.

შეგახსენებთ, რომ ამ ქალაქზე კონტროლი ისლამურმა სახელმწიფომ მიმდინაერე წლის მაისში დაამყარა. ოქტომბრის დასაწყისში, ISIS-ის წევრებმა პალმირაში ასევე ააფეთქეს 2000 წლის სიძველის ორი ტაძარი, თაღი და სამგლოვიარო კოშკები, მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ანტიკური კულტურის ძეგლები. დაჯგუფების წევრები თვლიან, რომ ასეთი ძეგლები კერპთაყვანისმცემლურია.

Unesco-მ ეს აფეთქებები სამხედრო დანაშაულად შეაფასა.

კომენტარები