რუსთავი 2-ის საქმე

კალაძე: პრეზიდენტის განცხადება არის ზეწოლა და ჩარევა მოსამართლის საქმიანობაში

აშკარად ჩანს პრეზიდენტის მხრიდან ჩარევა, ზეწოლა მოსამართლის მიმართ, რადგან ის მოუწოდებს მოსამართლეს, რომ არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება. თუ რას ნიშნავს ეს, ჩემთვის გაუგებარია და მე მოვუწოდებ პრეზიდენტ მარგველაშვილს, გააკეთოს განმარტებები ამასთან დაკავშირებით. ეს არის პირდაპირ ზეწოლა და ჩარევა მოსამართლის საქმიანობაში. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის დავა ორ სუბიექტს შორის, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, აშკარად იკვეთება, რომ ეს არის დავა ქიბარ ხალვაშს და ნაციონალურ მოძრაობას, მიხეილ სააკაშვილს შორის.

ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პრეზიდენტის განცხადებაზე.

კომენტარები