ტელეკომპანია რუსთავი 2-ში ცოტახნის წინ პროკურატურის წარმომადგნლები მივიდნენ და ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ხვალ 12:00 საათზე პროკურატურაში დაბარების შესახებ აცნობეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამომძიებლებმა ნიკა გვარამიას უწყებაც ჩააბარეს,და განუმარტეს, რომ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა დაიწყო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მიერ მისი დაშანტაჟების მცდელობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიება.
ცნობისთვის, რუსთავი 2-ში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარაზე ისაუბრა.მისივე თქმით, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე რუსთავი ორს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებენ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო.





