ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

პესკოვი: სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლაზე საუბარი არ ყოფილა

telegraph.co.uk

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს და ვლადიმირ პუტინის თანაშემწეს ვლადისლავ სურკოვს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებაზე არ უსაუბრიათ. პესკოვის თქმით, „შეხვედრაზე განიხილავდნენ ინტეგრაციის საკითხს. თუმცა, საუბარი არ ყოფილა სამხრეთ ოსეთის შესვლაზე რუსეთის ფედერაციაში".

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება სურს. ამის შესახებ მან ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამ ინფორმაციას სააგენტო Regnum-ი ავრცელებს.

როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, თიბილოვმა აღნიშნა, რომ რუსეთთან გაერთიანება ოსი ხალხის დიდი ხნის ოცნებაა.

კომენტარები