გეგელია: ეკონომიკისა და პოლიტიკის გამიჯვნაზე საუბარი ყოვლადაბსურდულია

მოსაზრება, რომ ეკონომიკა და პოლიტიკა შეიძლება გაიმიჯნოს, არის ყოვლადაბსურდული, განსაკუთრებით ამ კონტექსტში, როცა ვერაფერს ვერ გამიჯნავ, გაზპრომი არის პირდაპირი და მარტივი იარაღი რუსეთის ხელში, ანუ ოფიციალურად კრემლის ხელში. ეკონომიკა ყოველთვის არის პოლიტიკური პროცესის ინტეგრალური ნაწილი, ეკონომიკა ყოველთვის ახდენს ძალიან პირდაპირ გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე, მაგრამ ეს ნორმალურ შემთხვევებში. ისეთ შემთხვევებში, როგორიც ჩვენი ვითარებაა, აქ, საქართველოში, როდესაც ჩვენი თავისუფლება და მოქმედების დიაპაზონი უკიდურესად შეზრუდულია ჩვენი გეოპოლიტიკური პირობების გამო და ეს ძალიან რთული პრობლემაა, რომელიც მარტივად არ გადაიჭრება, თუ ოდესმე გადაიჭრა. და ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა ამისა, ეს არის მხოლოდ უგუნური საქციელი. ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ მეტ დამოუკიდებლობაზე, ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარებაზე... არ უნდა მოვხვდეთ კრემლის კლანჭებში, ამ გაზს როდის გადაკეტავენ არ ვიცით. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძალიან მალე, პირველივე გაჯავრებისას გადაკეტავენ

პოლიტიკური იდეების ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია ტაბულას გადაცემაში თეორემა

კომენტარები