მას შემდეგ, რაც ორშაბათს უკრაინის Naftogaz-მა 243 მილიონი აშშ დოლარი წინასწარ გადარიცხა, რუსულმა Gazprom-მა უკრაინისთვის გაზის მიწოდება აღადგინა, - აცხადებს რუსული Gazprom-ის ხელმძღვანელი ალექსეი მილერი.
ორ მხარეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ეს თანხა მხოლოდ ნახევარია - უკრაინის Naftogaz-მა ოქტომბრის თვეში სრულად 500 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაიხადოს.
აღნიშნული შეთანხმება წინა თვეში მას შემდეგ შედგა, რაც ორმა მხარემ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება ნავთობის ფასზე. ევროკავშირმა უკრაინას ზამთრის სეზონის გაზმომარაგებისთვის 2 მილიარდი კუბური მეტრი ნავთობის შესაძენად 500 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო.
1000 კუბური მეტრი ნავთობისთვის კიევი ამჯერად შემცირებულ ფასს - 232$-ს გადაიხდის (შეთანხმებით განსაზღვრული ვადისთვის - ოქტომბერი 2015 - მარტი 2016). მაშინ, როცა მანამდე 1000 კუბური მეტრი გაზი უკრაინას 252$ უჯდებოდა.
Gazprom-ის ცნობით, 2 მილიარდი კუბური მეტრი ზამთრის სეზონისთვის საკმარისი არ იქნება და უკრაინას გაზი ზამთრის ბოლომდე გამოელევა.
უკრაინას რუსული გაზი მიმდინარე წლის 1 ივლისიდან არ მიეწოდებოდა.