საკონსტიტუციო სასამართლო

პაპუაშვილის სახლთან უკანონო აქციას მუნიციპალური მოხელე ხელმძღვანელობდა

გიორგი პაპუაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
საკონსტიტუციო სასამართლო

გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან და გიორგი პაპუაშვილის სახლთან გამართულ აქციებს ბათუმის მერიას დაქვემდებარებული შპს. ავტოსატრანსპორტო მონიტორინგის უფროსი გიორგი თუშმალიშვილი ცოლთან ერთად ხელმძღვანელობდა. თუშმალიშვილი საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან ამბობს, რომ ის შვებულებაში იყო და თავის მოქალაქეობრივ უფლებას აფიქსირებდა. აქციის მონაწილეები სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ რომლის მეშვეობითაც გიგი უგულავამ ციხე 23 საათით დატოვა. 

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, მოსამართლის საცხოვრებელ სახლთან შეკრების ან მანიფესტაციის გამართვა საქართველოში დასჯადია და ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. 

გუშინვე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლის მცდელობის ფაქტებზე ისაუბრა და სამართალდამცავებს  რეაგირებისკენ მოუწოდა.

კომენტარები