ხელისუფლებას პოლიტიკურად ეს რაუნდი წაგებული აქვს და წაგებული აქვს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთაც. ახლა ნაციონალური მოძრაობა ზეიმობს, მაგრამ ვფიქრობ, ეს ზეიმი არ იქნება ხანგრძლივი. დიდი შანსია, უგულავა შეაბრუნონ, მაგრამ მისი შებრუნება ქართული ოცნებისთვის მეორე უბედურება იქნება. წარმოიდგინეთ, როგორ დაინახავენ გიგი უგულავას ციხეში შებრუნებას უცხოელები, რომელზეც კითხვები ისედაც ისმის პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ადამიანი გამოდის ციხიდან და მეორე დღეს მას ციხეში აბრუნებენ, აქ უკვე ხელისუფლების მხრიდან არავითარი ახსნა არ უშველის. ის განწყობა, რაც დასავლეთშია, კიდევ უფრო გაძლიერდება
tbl.ge/d2o
დაკოპირდა

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ინტერპრესნიუსთან საუბარში, გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებაზე.
ამავე თემაზე
- ბოკერია: უგულავას საქმის გაგრძელებით ჩანს, შეთანხმების გარღვევად გამოცხადება შეცდომა იყო
- უგულავა: ვინც არ უნდა დაიჭირონ, ჩვენი ციხიდან გამოშვება რიგგარეშე არჩევნებში არ გაიცვლება
- Edison Research: 61% გიგი უგულავას დაპატიმრებას უსამართლოს უწოდებს
- თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი - სასამართლომ უგულავას აღკვეთის ღონისძიება გაუუქმა
- უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ უგულავას საქმე დარღვევებით განიხილა




