გიგი უგულავას საქმე

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლს პომიდვრები და კვერცხები დაუშინეს

გიორგი პაპუაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
საკონსტიტუციო სასამართლო

ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის სახლს პომიდვრები და კვერცხები დაუშინეს. ადგილზე იმყოფებიან ე.წ. პოლიტიკური პატიმარი თამაზ ბაკურიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია ანტიკორუფციული ცენტრის წარმომადგენლები. ისინი გიგი უგულავასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, გიორგი პაპუაშვილი არა კონსტიტუციას, არამედ საკუთარ მეგობრებს იცავს. 

საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი "გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სხვა საქმეზე არკონსტიტუციურად ცნო.

კომენტარები