ისლამური სახელმწიფო

ისლამისტებმა პალმირაში კიდევ ერთი უძველესი ტაძარი გაანადგურეს

www.frontpagemag.com

ისლამური სახელმწიფოს მებძოლებმა ქალაქ პალმირაში კიდევ ერთი ძეგლი - უძველესი ბელის ტაძარი ააფეთქეს. ინფორმაცია ამის შესახებ სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა გაავრცელა. ისლამისტებს დანგრეული ტაძრის ფოტო ან ვიდეომასალა ჯერ არ გამოუქვეყნებიათ.

რამდენიმე დღის წინ ტერორისტებმა კიდევ ერთი ძეგლი - ფინიკიური ბაალ-შამინის ტაძარი ააფეთქეს, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში იყო აშენებული. იუნესკომ ამ აქტს სამხედრო დანაშაული და მთელი კაცობრიობისთვის უდიდესი დანაკარგი უწოდა.

კომენტარები