უკრაინა

უკრაინის რადასთან სპეცრაზმელებს ხელყუმბარა ესროლეს

facebook.com/anton.gerashchenko

კიევში, უმაღლესი რადას შენობასთან დემონსტრანტებსა და სპეცრაზმელებს შორის შეტაკება მოხდა. როგორც უკრაინის შსს-ს მრჩეველი ანტონ გერაშენკო Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, დემონსტრანტთა რიგებიდან სპეცრაზმელებს საბრძოლო ხელყუმბარა ესროლეს, რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა, მათი მდგომარეობა მძიმეა.

უკრაინსკაია პრავდას ცნობით, დაშავდა ათამდე სამართალდამცველი.

უკრაინის უმაღლესმა რადამ დღეს პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც სეპარატისტთა მიერ დაკავებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. ასეთი ცვლილებების მიღებას მინსკის შეთანხმება ითვალისწინებს.

რადას შენობასთან დილიდან ათასობით მომიტინგე შეიკრიბა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიან.

კომენტარები