იტალიური მაფია

რომში მაფიის ''ნათლიას" გრანდიოზული დასაფლავება მოუწყვეს

მაფიის დონის, ვიტორიო კასამონიკას სასახლე
Massimo Percossi / EPA

იტალიური კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირის, დონ ვიტორიო კასამონიკას, დასაფლავებამ რომში გრანდიოზული სახე მიიღო. კასამონიკას ეტლს ექვსი ცხენისგან შემდგარი პროცესია მიუძღოდა. ეკლესიის კარიბჭეზე კი გამოკრული იყო პოსტერი წარწერით "შენ დაიპყარი რომი, ახლა კი სამოთხე უნდა დაიპყრო". პროცესიაში ასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას. კასამონიკას სასახლის ეკლესიაში გადასვენების დროს პროცესიას ვერტმფრენმაც გადაუფრინა, რომლიდანაც წითელი ვარდები გადმოყარეს.

65 წლის ვიტორიო კასამონიკა ქურდობაში, რეკეტიორობასა და ორგანიზებულ დანაშაულში არაერთხელ იყო ბრალდებული. კასამონიკების ოჯახი რომში არაოფიციალურად მრავალ ბიზნესს აკონტროლებს. 

კასამონიკას დასაფლავებამ ოპოზიციურ პარტიებში კითხვის ნიშნები გააჩინა. რამდენიმე მემარცხენე პარტიამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს ახსნა-განმარტება მოსთხოვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გასცა კასამონიკას დასაფლავებისთვის ქალაქის მოედნის გადაკეტვის უფლება.


ფოტო: EPA

Image removed.

წარწერა პოსტერზე: შენ დაიპყარი რომი ახლა სამოთხე უნდა დაიპყრო
ფოტო: AP Photo

კომენტარები