იტალიური მაფია

16 წელი ძებნაში მყოფი მაფიის ხელმძღვანელი, რომელიც პიცერიაში მუშაობდა, დააკავეს

იტალიის პოლიციამ კიდევ ერთი გაქცეული ბანდიტი დააკავა. 63 წლის ედგარდო გრეკო, მეტსახელად პაოლო დიმიტრიო, საფრანგეთში, იტალიურ რესტორანში მუშაობდა.

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, გრეკო ძმების, სტეფანო და ჯუზეპე ბარტოლომეოს მკვლელობაშია ბრალდებული. სავარაუდოდ, ისინი რკინის ჯოხით მოკლა, შემდეგ კი მათი სხეულები მჟავაში დაშალა. 

პროკურორმა ნიკოლა გრატერიმ, რომელიც გამოძიებას ხელმძღვანელობდა, გრეკოს "საშიშ ძებნილად" ახასიათებს. ედგარდო გრეკო ციხეში რამდენიმე მკვლელობის მცდელობის გამოც გაასამართლეს, რის გამოც მას "ციხის მკვლელს" უწოდებენ.

კომენტარები