ტერორიზმი

ისლამისტებმა პალმირაში 82 წლის არქეოლოგი მოკლეს

http://www.bbc.com/

ისლამური სახელმწიფოს მებძოლებმა უძველეს ქალაქ პალმირაში 82 წლის არქეოლოგი სიკვდილით დასაჯეს. პროფესორი ჰალიდ ასაადი ისტორიული ქალაქის სიძველეებს 50 წლის განმავლობაში იკვლევდა.

სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის ცნობით, მეცნიერს თავი საჯაროდ მოკვეთეს, მისი ცხედარი კი, ერთ-ერთ სვეტზე ჩამოკიდეს.

ისლამისტებმა ისტორიული ქალაქი მაისში დაიკავეს. ხოლო მანამდე, ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე რამდენიმე ისტორიული ძეგლი გაანადგურეს. 

კომენტარები