C ჰეპატიტის მკურნალობა

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში შიდა ქართლიც ჩაერთვება

ტაბულა

დღეს, 19 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში შიდა ქართლიც ჩაერთვება. სამინისტრო გორის ჰოსპიტალს ფიბროსკანს დროებით მმართველობაში გადასცემს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, რეგიონის მცხოვრებლებს საჭირო კვლევები ადგილზე ჩაუტარონ. გორის ჰოსპიტალში C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის გაცემისთვის საჭირო უსაფრთხოების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 

"უკვე დაემატა გორის სამხედრო ჰოსპიტალი, რომელმაც, როგორც მოგეხსენებათ, გააფართოვა საკუთარი სამოქმედო არეალი და არ არის შემოსაზღვრული მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეების მკურნალობით. გადავეცით დაზუსტებული დიაგნოსტიკის აპარატურა. უახლოეს დღეებში ისეთი მნიშვნელოვანი რეგიონი, როგორიც არის ქართლი, ეს ჰოსპიტალი მაღალი მოცვით დაფარავს ამ რეგიონის პაციენტების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საჭიროებებს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამ დროისთვის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მკურნალობას 3000 ათასი ბენეფიციარი გადის, დარეგისტრირებულთა რაოდენობა კი 9 ათასს აჭარბებს. პროგრამის ბენეფიციარები ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead-ის მიერ შექმნილ ახალ მედიკამენტს - სოფოსბუვირს სრულიად უსასყიდლოდ იღებენ.

კომენტარები