რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-მა ყადაღის მოხსნის მოთხოვნით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ყადაღის მოხსნის მოთხოვნით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

რუსთავი 2-ის ადვოკატის ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, მოსამართლის განჩინება მთლიანად არის გასაჩივრებული. ადვოკატის თქმით, მოსამართლემ კანონის დაცვით არ იმსჯელა და გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.

„როგორც თვითონ ამბობს, 10 წელი ამზადებდა ქიბარ ხალვაში ამ სარჩელს და მისი გაცნობის შემდეგ არ ჩნდება ეჭვი იმისა, რომ ეს არაა კავშირში სამართალთან და მით უმეტეს არაა კავშირში სამართლიანობასთან. ეს არის კომპანიის ხელში ჩაგდების პოლიტიკური მცდელობა, ქიბარ ხალვაშის სახელით მოასპარეზე ბიძინა ივანიშვილის მიერ", - განაცხადა ბიბილაშვილმა.

სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად 5 დღის ვადა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე რუსთავი 2-ის სარჩელს არ დააკმაყოფილებს, საქმე განსახილველად სააპელაციო სასამართლოს გადაეცემა.

კომენტარები