პრეზიდენტი მცოცავ ოკუპაციაზე: ჩვენ გვაქვს მოთმინების არაჩვეულებრივი უნარი

ჩვენი მოწინააღმდეგე ყოველდღიურად ცდილობს ითამაშოს ჩვენს ნერვებზე იმით, რომ გაგვაღიზიანოს და ყველაზე მძაფრი ჭრილობა, რომელიც არის ოკუპაციის ხელოვნური ხაზი, მუდმივად კიდევ უფრო გაგვიმძაფროს და გაგვიღიზიანოს. მათ არ იციან, რომ ჩვენ გვაქს მოთმინების არაჩვეულებრივი უნარი. ჩვენ ვდგავართ ამ ადგილას სიამაყით, სადაც ჩვენ ვერ დაგვჩაგრეს. სადაც ჩვენ მოგვიგეს ბრძოლა, მაგრამ ვერ გატეხეს ქართველი კაცის სული.

დაღუპული გმირების პატივის მისაგებად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები