ე.წ. მცოცავი საოკუპაციო ხაზი დაახლოებით 800 მეტრით გადმოიწია - ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქარელის რაიონში საოკუპაციო ძალებმა ახალი ბანერი დადგეს და სოფელ თამარაშენის მცხოვრებთა მიწები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.
საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით შს სამინისტრო და სხვა სახელმწიფო უწყებები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.