რეკლამა

პაშა ბანკი 2015 წლის ყველაზე სწრაფად მზარდ კორპორატიულ ბანკად დასახელდა

Global Banking and Finance Review Awards-მა პაშა ბანკი 2015 წელს საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდ კორპორატიულ ბანკად დაასახელა. პაშა ბანკმა საქართველოში ოპერირება ორი წლის წინ დაიწყო. ის ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში მუშაობს. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს. 

Global Banking and Finance Review Awards 2011 წლიდან ადევნებს თვალს გლობალურ ფინანსურ სექტორში მიმდინარე ცვლილებებს, პროგრესს, მიღწევებს და ინოვაციებს. აღნიშნული ორგანიზაცია სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედ კომპანიებს ფინანსურ სფეროში წარმატებული მიღწევებისთვის აჯილდოვებს. Global Banking and Finance Review Awards-ის ჯილდო გადაეცემათ შემდეგ ინდუსტრიებში მოქმედ კომპანიებს: საბანკო საქმიანობა, დაზღვევა, საპენსიო ფონდები, საკონსულტაციო საქმიანობა, კორპორატიული მართვა, საბროკერო საქმიანობა, პროექტების ფინანსირება, ინვესტირება, ტექნოლოგიები, ქონების მართვა, სავაჭრო ოპერაციების დაფინანსება, უძრავი ქონება, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა და სხვა.

კომენტარები