კრიზისი უკრაინაში

უკრაინის დასავლეთში მემარჯვენე სექტორის შეიარაღებულ მებრძოლებს ეძებენ

dailystormer.com

უკრაინის დასავლეთში, ზაკარპატიეს ოლქში, სამართალდამცველები მოხალისეთა ორგანიზაცია მემარჯვენე სექტორის შეიარაღებული მებრძოლების დევნას განაგრძობენ. ქვეყნის პრეზიდენტის პრესმდივნის ინფორმაციით, მებრძოლებმა დევნისგან თავის დაღწევის მიზნით მძევლად 6 წლის ბავშვი აიყვანეს, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.

კონფლიქტი შაბათს დაიწყო. სოფელ მუკაჩევოში სროლის შედეგად, რომელშიც მემარჯვენე სექტორის წევრები, სამართალდამცველები და ადგილობრივი მაცხოვრებლები მონაწილეობდნენ, სამი ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლების ვერსიით, მემარჯვენე სექტორის მებრძოლები სოფელში გავლენის სფეროების გადანაწილებისთვის იმყოფებოდნენ. მებრძოლების განცხადებით კი, მემარჯვენე სექტორი ოლქში კრიმინალს და კონტრაბანდას ებრძვის, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება და რადას ერთ-ერთი დეპუტატი მფარველობენ. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მისი წევრები სამართალდამცველებს იმ შემთხვევაში ჩაბარდებიან, თუ ადგილობრივი გუბერნატორი და ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგებიან.

პრეზიდენტმა პოროშენკომ მომხდართან დაკავშირებით სამხედრო საბჭოს სხდომა მოიწვია.

კომენტარები