თბილისში, აფაქიძის ქუჩაზე, გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმ-რეანიმატოლოგის ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, პაციენტი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს, ჩაუტარდა რენიმაციული ღონისძიებები, თუმცა დაშავებული საოპერაციო ბლოკში გარდაიცვალა.
თბილისში, სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის #13-ში გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის შენობის რამდენიმე სართული დღეს ჩამოინგრა. სულ ოთხი მუშა დაიღუპა. შენობაში სამუშაოებს შპს ტიფლის ბიზნესცენტრი ატარებდა. მას ბიზნესცენტრები უნდა აეშენებინა და მიმდინარეობდა შენობის დემონტაჟი.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.