მიმაჩნია, რომ ვერეს ჭალაში, გმირთა მოედნის ჩათვლით, არაფერი არ უნდა ავაშენოთ. ვფიქრობ, ხომ არ ჯობს, რომ გმირთა მოედნის ქვეშ მდებარე გვირაბიც გავხსნათ? გასული საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც აქ ჯერ კიდევ ხიდი იყო, ვერე თავისუფლად უერთდებოდა მტკვარს. ახლა გმირთა მოედნამდე სულ თავისუფალი რომ გვქონდეს ხეობა, შესაძლოა, სწორედ 900 მეტრ სიგრძეზე მდებარე გვირაბი ჩაიხერგოს. ამიტომ შეიძლება პარალელური სადინრების გაკეთებაზე მსჯელობა. შესაძლოა, გზა ისე გაკეთდეს, არ კვეთდეს მდინარეს და ერთ-ერთ ნაპირს მიუყვებოდეს. ასევე განიხილება რეკომენდაცია, გვირაბები მოიშალოს და მის ადგილას აიგოს ფართობიჯებიანი ხიდები. ჭალაში არაფერი არ უნდა აშენდეს. ეს ტერიტორია მდინარემ მოიპოვა თავისი არსებობისთვის და არ დათმობს. ამ ხეობაში რაც იყო, იმ სახლების აღდგენაც არ შეიძლება, არათუ ახლების აშენება.
tbl.ge/v9x
დაკოპირდა
გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- კონცეფციის თანახმად, ვერეს ხეობაში საგანმანათლებლო ცენტრი და ტყეპარკი მოეწყობა
- ნარმანია: ვერეს ხეობაში სავაჭრო ცენტრები ან კორპუსები არ უნდა აშენდეს
- ნარმანია: თუ ვერეს ხეობა იქნება უსაფრთხო, შესაძლოა განვითარდეს ბიზნესცენტრები
- მერია: ვერეს ხეობაში "მანჰეტენის“ მოწყობის პროექტი არავის წარმოუდგენია
- ბიზნესპალატამ ვერეს ხეობაში "მანჰეტენის" მოწყობის იდეა მინისტრებს უკვე გააცნო