ვერტმფრენები

გომელაური: სუპერ პუმები იყო VIP მომსახურების და არა სამაშველო

სუპერ პუმებზე მიდის მუშაობა ეკონომიკის სამინისტროსთან. ეს არ არის იაფფასიანი ნივთი, რომ ერთ დღეში გაკეთდეს, რა თქმა უნდა, პროცედურები სჭირდება. მე არ შემიძლია, ხაზი არ გავუსვა იგივე იმ განცხადებებს ამა თუ იმ მოქალაქის, გვარსა და სახელს არ დავასახელებ, თუ რატომ არ იყო გამოყენებული სუპერ პუმები სამაშველო ოპერაციაში. პირველ რიგში, სამაშველო ოპერაციაში ვერ იქნებოდა გამოყენებული სუპერ პუმები იქედან გამომდინარე, რომ ეს პუმები იყო VIP მომსახურების და არა სამაშველო. იმას არანაირი აღჭურვილობა არ აქვს, არანაირი, რომ გამოყენებული ყოფილიყო სამაშველოდ. ეს იყო ერთ-ერთი პიროვნების გადასაადგილებლად, ასე ვთქვათ, პირველი პირის, მაშინდელი პრეზიდენტის, სავარაუდოდ. იქ არის მოწყობილი სავარძლები და უმაღლეს დონეზეა აღჭურვილი ანუ კომფორტია ძალიან მაღალი. ამას ვერ გამოვიყენებდით ჩვენ ვერანაირად სამაშველო სამსახურისთვის, რომც ყოფილიყო გამართული. შემდგომში ის აუცილებლად უნდა აღიჭურვოს - ათასი მიმართულებაა, ვთქვათ, სამაშველოსი, არის იქ ე.წ. “ლიბიოდკები“ - ამოსაყვანი ადამიანის, იქ ასევე პროჟექტორებია დასაყენებელი, რომელიც ღამე შეიძლება გამოიყენო მისი ფუნქციები. ვერტმფრენებს საერთოდ უჭირს, იშვიათია, რომ არის სპეცაღჭურვილობით, რომ ღამე იფრინოს. იქიდან გამომდინარე, ისიც არის, ქალაქში ძალიან რთულია, სადაც არის ელექტროსადენები, ასევე ხეები და ა.შ. რთულია ძალიან, დაბლა ვერ დაეშვება. 

 

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ვერტმფრენებზე.

კომენტარები