სტიქია თბილისში

ხიდაშელი: სტიქიის ღამეს ვერტმფრენების გაშვება მაზოხისტური მოთხოვნილებაა

სამაშველო ოპერაცია ვერტმფრენით თურმე უნდა განხორციელდეს ქუჩის თავზე, რომელც დატვირთულია და მთლიანად სავსეა სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციებით. ვინმეს თუ აქვს მაზოხისტური მოთხოვნილება, რომ ის ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო იმ დღეს და მსხვერპლი გაცილებით უფრო დიდი ყოფილიყო, ჩვენ ამაში ვერ მივიღებდით მონაწილეობას... არ ვისურვებდი შინაგან საქმეთა სამინისტროს მდგომარეობაში ყოფნას, იმ ხარჯიდან გამომდინარე, რომელიც ამ ვერტმფრენების რაიმე ტიპის პოლიციური, ან სამაშველო ხასიათის ღონისძიებისთვის გამოსაყენებლად მოუწევს, გაიღოს უწყებამ.

 

 

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი 13-14 ივნისის ღამის სტიქიაზე.

კომენტარები