სტიქია თბილისში

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა, სავარაუდოდ, სექტემბერში აღდგება

დავით ნარმანია
თბილისის მერია

თბილისის მერი დავით ნარმანია ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის აღდგენითი სამუშაოების დასრულებას მიმდინარე წლის სექტემბერში ელოდება. ამის შესახებ მან დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

"მაქსიმალური ტემპი უნდა გვქონდეს ამ სამუშაოების, რათა სექტემბრის შუა რიცხვებისთვის გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩისკენ მოძრაობა აღვადგინოთ. დამატებით 18 მილიონი ლარი წამოვიღეთ ცენტრალური ხელისუფლებისგან, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან. 18 მილიონი სრულად მოხმარდება დედაქალაქში 40-მდე ქუჩის აღდგენით სამუშაოებს", - თქვა ნარმანიამ.

კომენტარები