სტიქია თბილისში

მინაშვილი: თუ არც სიბნელეა და არც წვიმა, მაშინ სამაშველო ოპერაციაც არაა საჭირო

საუბარი იყო ვერტმფრენებთან დაკავშირებით და თქვენ იცით, რომ ეს ვერტმფრენები ჯერ კიდევ ჩვენს დროს იყო ნაყიდი. რომელსაც ძალიან მაღალი მონაცემები აქვს და მათ შორის, განკუთვნილია სამაშველო ოპერაციებისთვის. პოლიტიკური ბოღმისა და შურის გამო, ამ ადამიანებმა ეს ვერტმფრენები არ გამოიყენეს, სხვადასხვა გზავნილი ჰქონდათ -  ნაწილი ამბობდა, რომ ეკონომიკის სამინისტროშია, ნაწილი ამბობდა, რომ თავდაცვის სამინისტროშია, მოკლედ, იმის გამო, რომ მათ ჰქონდათ ასეთი ღვარძლი ყოფილი სახელისუფლო პარტიის მიმართ, აღმოჩნდა ის, რომ ადამიანებმა ვერ გამოიყენეს ვერტმფრენები, ადამიანებს ვერ უშველეს ანუ სამაშველო ოპერაციისთვის ეს არ გამოდგა. როცა საუბარია იმაზე, რომ საჭირო იყო იქ განათება, წვიმა იყო და ა.შ, სამაშველო და მათ შორის, სამაშველო საფრენი აპარატი გულისხმობს იმას, რომ რთულ ვითარებაში უნდა იქნას გამოყენებული, მათ შორის, წვიმაში, ქარში, სიბნელეში, თორემ ახლა თუ არც სიბნელეა, არც წვიმაა, არც ქარია, მაშინ სამაშველო ოპერაცია საჭირო არ არის. ეს თავისთავად არარაციონალური არგუმენტია ჩვენი ოპონენტების მხრიდან.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში 13-14 ივნისის ღამის სტიქიაზე საუბრისას. ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ ვერტმფრენების არგამოყენების მიზეზად სიბნელე, მაღალი ნალექი და დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზონის არარსებობა დაასახელა.

კომენტარები