ISIS

აშშ-ის სამხედროებმა ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

www.frontpagemag.com

ამერიკელმა სამხედოებმა ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მეთაური, 2012 წლის ლიბიის ქალაქ ბენღაზიში ამერიკის საკონსულოზე თავდასხმის სავარაუდო მონაწილე აუნი ალ ხაზრი მოკლეს. ამ ტერაქტის დროს ოთხი ადამიანი, მათ შორის, ლიბიაში შეერთებული შტატების ელჩი დაიღუპა.

პენტაგონის ცნობით, ტერორისტების ლიდერი ერაყის ქალაქ მოსულზე ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა.

კომენტარები