სტიქია თბილისში

კალაძე ლაგუნას ინციდენტზე: უნდა დადგინდეს და არა დაბრალდეს

ვიმყოფები სამეგრელოში და ვგებულობ - დილას დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა აიღო ზოოპარკის დირექტორმა თავის თავზე. ვხედავ ხალხის აღშფოთებას და კვლავაც ვიმეორებ - უნდა ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს, როგორ მოხდა ეს ტრაგედია. უნდა დადგინდეს და არა დაბრალდეს! როცა ხდება ასეთი მაშტაბური ტრაგედია, როცა ხდება ასეთი უბედური შემთხვევა, როცა მთელი ქალაქი, ქვეყანა ნერვებზეა და ჯერაც შოკიდან არ გამოსულა, უბრალოდ უხერხულია ეს ყველაფერი, რაც ეხლა ხდება. მე ყოველთვის ვამაყობდი, რომ მიღწევები არის გუნდური, მე ყოველთვის უნდა ვიამაყო, რომ პასუხისმგებლობაც გუნდურია. ვწუხვარ, კიდევ ერთხელ სამძიმარი დღეს დაღუპულს.

წერს ვიცეპრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები