სტიქია თბილისში

წულუკიანი: ზოოპარკის დირექტორი ხელისუფლება არ გახლავთ

ზოოპარკის დირექტორი არ გახლავთ ხელისუფლება. რეაგირება, რა თქმა უნდა, უნდა იყოს. რეაგირება შეიძლება იყოს და უნდა იყოს მრავალნაირი. მათ შორის უნდა გაირკვეს, ვის რა პასუხისმგებლობა ჰქონდა ამ საკითხზე.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვეფხვის მიერ ადამიანის დაგლეჯაზე. ცნობისთვის, კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებენ, რომ ცხოველების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ზოოპარკისგან ჰქონდათ. ამასთან, გუშინ ზოოპარკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ ვეფხვს, ერთ დათვს და ერთ ზოლიან აფთარს ეძებდნენ.

კომენტარები