სტიქია თბილისში

თბილისის ზოოპარკი საჭირო ნივთების ჩამონათვალს ავრცელებს

ტაბულა

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია მათთვის საჭირო ნივთების ჩამონათვალს ავრცელებს. დახმარების მსურველები უნდა დაუკავშირდნენ ადმინისტრაციას ან ნივთები მიიტანონ ადგილზევე - ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში.

"თბილისის ზოოპარკი მადლიერია ყველა იმ ადამიანის და მოხალისისა, რომელიც დაუღალავად შრომობს ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში. გვიკავშირდება უამრავი ადამიანი, რომელიც გამოხატავს დახმარების სურვილს, ყველა მათგანს ვერც ვპასუხობთ. დახმარების მსურველი მოქალაქეებისა და ორგანიზაციების რიცხვი დიდია, მიზანმიმართული და ეფექტიანი თანადგომისთვის ვაქვეყნებთ ჩამონათვალს, თუ რისი საჭიროებაა ამ ეტაპზე:

- საბავშვო აბაზანები წყლისთვის - 20 ცალი;
- ტაშტები - 50 ცალი;
- ეზოს ცოცხები - 200 ცალი;
- ეზოს აქანდაზები - 100 ცალი;
- წყლის ვედროები (რკინის ან პლასტმასის) - 100 ცალი;
- ფოცხი - 50 ცალი;
- ძლიერი, დიდი ბოქლომები - 30 ცალი;
- ნაგვის მწვანე, ბორბლებიანი ურნები - 50 ცალი;
- პირბადე - 1000 ცალი;
- სამეურნეო ხელთათმანი - 1000 ცალი;
- სასმელი წყალი - რაც შეიძლება ბევრი;
- "ბალგარკა" - 2 ცალი (230 მმ-იანი ქვა 50 ცალი);
- 3 მმ-იანი ელექტროდი - 200 ცალი" - აცხადებს თბილისის ზოოპარკი.

13-14 ივნისის ღამეს 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვარმა 15 ადამიანი იმსხვერპლა, ათამდე დაკარგულად ითვლება. თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა.

 

კომენტარები