იცით რა არის? კოალიცია არის კოალიცია. და თქვენ დიდი ხანია ევროპაში ცხოვრობთ და ჩემზე უკეთ იცით, თუ რას ნიშნავს კოალიციური მმართველობა. კოალიციური მმართველობა არ ნიშნავს, რომ კოალიციური პარტნიორები სტრატეგიულად ყველაფერში, ყველა წერტილში თანხმდებიან. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ დროის კონკრეტულ მონაკვეთში შებოჭილნი არიან კოალიციური ვალდებულებით, ხელშეკრულებით ან დეკლარაციით, რომელშიც განცხადებულია მიზნები და ამ მიზნისკენ ყველანი ერთად მიდიან. მე არ ვიცი გოგი თოფაძის საბოლოო მიზანი და ცხოვრების ამოცანა რა არის და სად სურს დაინახოს საკუთარი პარტია, საკუთარი ქვეყანა ან საკუთარი ბიზნესი, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ კოალიციის დამფუძნებელ დეკლარაციაზე არის გოგი თოფაძის ხელმოწერაც და იმ დეკლარაციაში წერია, რომ ეს კოალიცია ხელისუფლებაში მოდის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უფრო მეტი პერსპექტივის მინიჭებისთვის და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ეს არის ორი მთავარი ამოცანა იმ 11-პუნქტიან დეკლარაციაში, რომელსაც კოალიციის ყველა პარტნიორმა მოაწერა ხელი. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რაიმე განსხავებული აზრები აქვთ ამ თემებზე, – ეს განსხვავება გადადებულია, მინიმუმ, ოთხი წლით ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისა.
tbl.ge/k4c
დაკოპირდა

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გოგი თოფაძის პრორუსული განცხადებებისა და კოალიციის ერთიანობის შესახებ, რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- ხიდაშელი კეზერაშვილის ინტერვიუზე: მე ვუყურე ჩვეულებრივ ოლიგარქს
- ხიდაშელი: ნუ გაწირავთ თავს ამ უმძიმესი ხვედრისთვის, აცრაზე თანხმობა სიცოცხლის არჩევაა
- ხიდაშელი: ცუდ სიზმარში ვცხოვრობთ - ისევ მიშა გვყავს დასამარცხებელი, რათა დამარცხდეს ბიძინა
- ხიდაშელი: გენიოსი დადიოდა ამ ქალაქში ჩვენთან ერთად
- ხიდაშელი: დიპლომატებმა ჟურნალისტებისგან განსხვავებით იციან რა მკითხონ




