ჰაკერებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო უწყებებში მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების პერსონალური მონაცემები მოიპარეს.
აშშ-ის უშიშროების ინფორმაციით, ჰაკერებმა 4 მილიონი ადამიანის მონაცემები მიითვისეს. სისტემაში შეღწევა კი, სავარაუდოდ, ჩინეთიდან მოხდა.
ოფიციალური პეკინი ბრალდებას უპასუხისმგებლოს უწოდებს.
ჰაკერების მიერ მოპარული ინფორმაცია თანამშრომლების საქმიანობას, მუშაობის შეფასებასა და ტრეინინგებს ეხება.