რიგის სამიტი

ილვესი: სამიტით შესაძლოა უკმაყოფილოები ხართ, მაგრამ მუშაობა უნდა განაგრძოთ

frontnews.ge

საქართველომ უნდა შეასრულოს ევროპული საშინაო დავალება, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, ტომას ჰენდრიკ ილვესმა ატლანტიკური საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

ტომას ჰენდრიკ ილვესის თქმით, საქართველომ ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოს რიგის სამიტის დეკლარაციას და მთავარი, რაც უნდა გააკეთოს, არის ის, რომ მუშაობა გააგრძელოს.

"როდესაც ესტონეთმა ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა ევროკავშირთან, მაშინ არავინ ლაპარაკობდა პერსპექტივაზე. ვფიქრობ, ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოთ დეკლარაციაში რა ჩაიწერება. შეიძლება უკმაყოფილო დარჩით, მაგრამ მუშაობა უნდა განაგრძოთ. აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის გაფართოების ინსტრუმენტი, მაგრამ არ გამორიცხავს წევრობას. რაც შეეხება ვიზების ლიბერალიზაციას, ეს ტექნიკური საკითხია და ამაზე უნდა იმუშაოთ. მნიშვნელობა არ აქვს რა ტექსტებით ილაპარაკებენ, მთავარია, თქვენ გასაკეთებელი გააკეთოთ", - განაცხადა ტომას ჰენდრიკ ილვესმა.

კომენტარები