თელავში მედეა მეზვრიშვილის საიუბილეო საღამო გაიმართება

თელავის მერია

ხვალ, 2 ივნისს, თელავში მედეა მეზვრიშვილის ხსოვნის საღამო გაიმართება. რაიკომის ყოფილ მდივანს 85 წელი შეუსრულდებოდა. 

თელავის მერიის ცნობით, წმინდა ნინოს ეკლესიაში მედეა მეზვრიშვილის სულის მოსახსენიებელი წირვა 10:00-ზე დაიწყება, ხოლო პანაშვიდი - 12:00-ზე. 

საიუბილეო საღამო ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში 14:00-ზე გაიხსნება.

საიუბილეო საღამოს შესახებ ინფორმაცია თელავის მერიამ გამოაქვეყნა. თელავის მერია და გამგეობაა აღნიშნული საინფორმაციო პლაკატშიც, თუმცა, თელავის მერიაში აღნიშნავენ, რომ საღამოს არა თვითმმართველობის ორგანო, არამედ, მედეა მეზვრიშვილის მეგობრები და ახლობლები მართავენ.

მედეა მეზვრიშვილი 2009 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა. მეზვრიშვილი საბჭოთა საქართველოს დროს საგარეჯოს და თელავის რაიკომის მდივანი, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში - კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მრჩეველი, შემდეგ კი, თელავის რაიონის გამგებელი იყო. მის სახელს არაერთი სკანდალი და უკანონო ბიზნესგარიგება უკავშირდება.

კომენტარები