ოკუპირებული ტერიტორიები

ზაქარეიშვილი თიბილოვზე: განცხადებების გარდა არაფერი კეთდება

"სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის რუსეთთან გაერთიანებაზე გადაწყვეტილება მიღებულია, ეს ოკუპაციის ნაწილია, თუმცა ჯერჯერობით საქმე საქმეზე არ მისულა", - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ლეონიდ თიბილოვის განცხადება შეაფასა. მინისტრი ამბობს, რომ "განცხადებების გარდა არაფერი კეთდება".

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ ოს ხალხს სურს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა, მაგრამ დღეს ამ პროცესმა შესაძლოა მოსკოვი დააზარალოს.

კომენტარები