შსს

ჰეროინის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ჰეროინის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, 1979 წელს დაბადებული ირაკლი ს. წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ერთ შეკვრად დაფასოებული 13,88 გრ. ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 4,224 გრ. ნარკოტიკულ ნივთიერება ჰეროინს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. 

კომენტარები