პორტუგალიის ნაკრები თბილისში

სომხეთთან მატჩისთვის პორტუგალიის ეროვნული ნაკრები საქართველოში მოემზადება

პორტუგალიის ეროვნული ნაკრები სომხეთის გუნდს, ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში სტუმრად, 13 ივნისს შეხვდება. 

ფერნანდო სანტუშის ფეხბურთელები სომხებთან შეხვედრისთვის თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მოემზადებიან, ამის შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა სფფ-ს პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ.

ტელეკომპანია TVs-თან საუბარში, სიჭინავამ გაახმოვანა, რომ პორტუგალიელები საქართველოს დედაქალაქში ოთხი დღეს გაატარებენ.

"უკვე მარტის თვეში იყო ცნობილი, რომ პორტუგალიის ნაკრები საქართველოში ივარჯიშებდა და სომხეთთან მატჩისთვის მოემზადებოდა. ძალიან დიდი ტექნიკური ჯგუფი უკვე იყო ჩამოსული, მათ ნახეს მოედნის მდგომარეობა, სასტუმრო - ყველაფერი აკმაყოფილებთ. პირველი ვარჯიში 8 რიცხვში ჩატარდება, 13-ში კი გუნდი უკვე ერევანში გაფრინდება," - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

რაც შეეხება ჯგუფს, სადაც პორტუგალიისა და სომხეთის ნაკრებები ასპარეზობენ, სანტუშის გუნდი 9 ქულით პირველ ადგილს იკავებს, ხოლო სომხები 1 ქულით ბოლო პოზიციაზე არიან.

კომენტარები