ფულადი გზავნილები

აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა 66 მილიონი ლარით შემცირდა

REUTERS

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2015 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 206 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 24%-ით ანუ 66 მილიონით ნაკლებია.

ფულადი გზავნილების მოცულობა ყველაზე მეტად რუსეთიდან შემომავალ გზავნილებზე აისახა. 2014 წელს ფულადი გზავნილების 51% რუსეთზე მოდიოდა, 2015 წლის აპრილში კი რუსეთს ფულადი გზავნილების 40% უჭირავს. ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირებულია ასევე საბერძნეთიდან, იტალიიდან და უკრაინიდან. რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება ამ ქვეყნებში არსებულ რთულ ეკონომიკურ პირობებს უკავშირდება. 

აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობის $29 მილიონით შემცირებას ექსპორტის $51 მილიონით შემცირებაც დაერთო. რაც იმას ნიშნავს, რომ აპრილში წინა წლის აპრილთან შედარებით საქართველოში $80 მილიონით ნაკლები შემოვიდა, რაც ლარის კურსზე უარყოფითად აისახება.

ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზებს ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის მოცულობის შემცირება წარმოადგენს.  

კომენტარები