კრიზისი უკრაინაში

გერმანიის კანცლერმა ყირიმის ანექსიას დანაშაული უწოდა

ანგელა მერკელი
JOHANNES EISELE / AFP

გერმანიის კანცლერმა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას დანაშაული უწოდა. მერკელმა ასევე განაცხადა, რომ მინსკის სამშვიდობო შეთანხმება არ სრულდება, რადგან რუსი ინტერვენტები არღვევენ. ამავე დროს, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას. ვლადიმირ პუტინის განცხადებით, კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ სეპარატისტებთან კიევის პირისპირ დიალოგით არის შესაძლებელი.

"ყირიმის დანაშაულებრივმა ანექსიამ, რომელიც საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს და კონფლიქტმა უკრაინის აღმოსავლეთში ჩვენი ურთიერთობა გაართულა. ეს სერიოზულია, რადგან ამ ქმედებებს ევროპაში შექმნილი წესრიგის დარღვევად მივიჩნევთ. მაგრამ ისტორია გვასწავლის, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კონფლიქტების მშვიდობიანად, დიალოგის გზით გადასაწყვეტად", - განაცხადა მერკელმა.

კომენტარები