სამთავრობო ცვლილებები

ვაშაძე: პრემიერის მთელი გამოსვლა იყო ერთი დიდი ტყუილი

პრემიერის მთელი გამოსვლა იყო ერთი დიდი ტყუილი, რომელსაც ის ჰყვებოდა. საქართველოს სჭირდება პროფესიონალები. კომპეტენტური ადამიანები, უნარიანები, საქმის მკეთებლები, ხალხზე მზრუნველები, მაგრამ მარიონეტები ვერასდროს იქნებიან ასეთი ადამიანები. სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ მთავრობის ამ შემადგენლობას და ვფიქრობთ, რომ ეს მთავრობა აუცილებლად, არცთუ ისე შორეულ მომავალში, საერთოდ წავა.

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლაზე.

კომენტარები