კრიზისი უკრაინაში

გასული დღე-ღამის განმავლობაში 5 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 12 დაშავდა

facebook.com/dostali.hvatit?fref=photo

სიტუაცია უკრაინის აღმოსავლეთში კვლავ დაიძაბა, ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 5 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 12 დაშავდა. რუსმა ინტერვენტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 42-ჯერ დაარღვიეს და მძიმე არტილერიის გამოყენებით ავდეევკისა და შიროკინოს დასახლებები დაბომბეს.

უკრაინული წყაროების ცნობით, სეპარატისტები საკუთარ პოზიციებს მძიმე ტექნიკით აძლიერებენ, მარიუპოლის მახლობლად კი, 3 ათას მებრძოლს მოუყარეს თავი. რუსი ინტერვენტები ასევე აძლიერებენ დაჯგუფებას არტიომოვსკის მიდამოებში.

ამასთან, ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტმა უკრაინის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომლითაც ევროკავშირს მოუწოდებს, გაამკაცროს სანქციები რუსეთის მიმართ და განიხილოს უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების გადაცემის შესაძლებლობა, თუ რუსეთი სრულად არ დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს და ყირიმის ოკუპაციას არ შეწყვეტს. ევროპარლამენტი დოკუმენტის პროექტს ივნისში განიხილავს.

კომენტარები