ნიგერია

ნიგერიაში ისლამისტების ტყვეობიდან 700-მდე ქალი გაათავისუფლეს

REUTERS

ნიგერიაში სამთავრობო ძალებმა დაჯგუფება ბოკო ჰარამის მიერ დატყვევებული 300-მდე ქალი გაათავისუფლეს. სულ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ისლამისტების წინააღმდეგ სამხედროების შეტევის დროს, ტყვეობიდან 700-მდე ქალი გათავისუფლდა. ცნობილია, რომ გაქცევამდე ისლამისტებმა რამდენიმე ქალი ქვებით ჩაქოლეს.

დაკავებული ტერიტორიებიდან ქალების გატაცება ბიკო ჰარამისთვის ჩვეული პრაქტიკაა. ერთი წლის წინ მათ ქალაქ ჩინბოკიდან 300 სკოლის მოსწავლე გოგონა გაიტაცეს, რამაც მთელ მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ბოკო ჰარამი თავს ისლამური სახელმწიფოს პროვინციას უწოდებს. ისლამისტების ტერორს ნიგერიაში ათასობით ადამიანი შეეწირა. სამთავრობო ძალებმა თებერვალში შეტევა წამოიწყეს და ისლამისტების მიერ დაკავებული ტერიტორიების ნაწილი გაათავისუფლეს.

კომენტარები