კრიზისი უკრაინაში

რუსეთი უკრაინაში სამშვიდობო ძალების შეყვანაზე თანხმობას უარყოფს

telegraph.co.uk

რუსეთი უკრაინაში სამშვიდობო ძალების შეყვანაზე თანხმობას არ ადასტურებს. როგორც ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, „რუსეთი უკრაინაში სამშვიდობო ძალების შეყვანის იდეის წინააღმდეგი არასდროს ყოფილა, მაგრამ ეს კიევისა და დონბასის საქმეა“. თუმცა, მისი თქმით, სანამ მინსკის შეთანხმება ბოლომდე არ შესრულდება, ამ საკითხის განხილვა არასწორი იქნებოდა.

გუშინ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა დას გერმანიის ლიდერების სატელეფონო საუბრისას ვლადიმირ პუტინი უკრაინაში სამშვიდობო ძალების შეყვანას დათანხმდა.

კომენტარები