ქართული ჯარი

საქართველოს შეიარაღებული ძალები 24 წლის იუბილეს აღნიშნავს

თავდაცვის სამინისტრო

ქართული არმია დაარსებიდან 24 წლის იუბილეს აღნიშნავს. 30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა.

შეიარაღებული ძალების იუბილე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. დილიდან თავდაცვის სამინისტროს სამწყობრო მოედანზე მოწყობილ პირად შემადგენლობას თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სიტყვით მიმართავენ.

გაიმართება წარმატებული სამხედროების დაჯილდოების ცერემონიაც.

საზეიმო ღონისძიებებს შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი დაასრულებს.

კონცერტის შემდეგ კი საზეიმო მიღება გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაესწრებიან.

1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, ეროვნული გვარდია შეიქმნა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ამიტომ ეს დღე ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილად იქცა.

კომენტარები