არჩევნები ყახაზეთში

ნაზარბაევმა ხმების 97%-ით ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

ნურსულთან ნაზარბაევი
Reuters

ყაზახეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა ნურსულთან ნაზარბაევმა გაიმარჯვა. ცენტრალური სარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან ხმების 97%-ზე მეტი მიიღო. მისმა ორმა მეტოქემ კი ხმების 1,6% და 2.07% მოიპოვეს.

ნაზარბაევი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს 1991 წლიდან იკავებს და კანონით "ერის ლიდერის" ტიტული აქვს მინიჭებული. ვადამდელი არჩევნებით მან საკუთარი პრეზიდენტობა კიდევ 5 წლით გაიხანგრძლივა.

კომენტარები