ენერგეტიკა

გოცირიძე: ნუ გაგიკვირდებათ, თუ ენერგეტიკის ობიექტები რუსეთის ხელში აღმოჩნდება

იყო საუბარი იმაზე, რომ ენერგო-პრო იყიდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ენერგეტიკული ობიექტები უკვე არიან წამგებიანები, თუ რაღაც ფორმით მათ სახელმწიფო არ დაეხმარა. თუმცა სუბსიდია უკვე უაზრობაა, რადგან ნაცვლად იმისა, რომ ბიზნესმა ფული ბიუჯეტში შეიტანოს, ბიუჯეტმა იქით უნდა შეინახოს... ეს საგანგაშო იმიტომაც არის, რომ ეს სექტორი გახდა წამგებიანი, ფაქტობრივად დაიწყება მასობრივი გაყიდვა... თუ სექტორი გახდა წამგებიანი, არცერთი ევროპული კომპანია მას არ იყიდის. ვინაიდან დაბალი ტარიფებისა და არარენტაბელურობის პირობებში ის არ იქნება მიმზიდველი, ერთადერთი, ვინც შეიძლება გახდეს მყიდველი, იქნება რუსეთი. და ნუ გაგიკვირდებათ, თუ გაზის სისტემა თბილისში და არა მარო თბილისში და ელექტროგამანაწილებელი თუ მაგენერირებელი სისტემა საქართველოში, ისევე როგორც სომხეთში, მთლიანად აღმოჩნდეს რუსეთის ხელში. ანუ ამ თემას აქვა არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური კონტექსტიც.

ეკონომიკური ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე ტელეკომპანიას რუსთავი 2-ს ეთერში, ენერგეტიკაში შექმნილი ვითარების შესახებ.

კომენტარები